пятница, 19 декабря 2008 г.

ასურელი მამები 160-ე სკოლის პროექტი

  1. პროექტის სახელი: ასურელი მამები
  2. პროექტის მოკლე აღწერა: ასურელ მამებზე ინფორმაციის მოპოვება, მათი ბიოგრაფიისა და ღვაწლის შესწავლა. მათ მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსების მონახულება.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციებს ასურელი მამების შესახებ. გაეცნობიან მათ როლს საქართველოში სამონასტრო კომპლექსების დაარსების საქმეში. მოაწყობენ ექსკურსიებს ცამეტი ასურელი მამის მიერ დაარსებულ სამონასტრო კომპლექსებში. იქ მოღვაწე ბერებისგან აიღებენ ინტერვიუებს,ჩაიწერენ იქ მომხდარ სასწაულებს, გადაიგებენ ფოტოებს,მოაწყობენ ფოტოგამოფენას, შექმნიან ფოტოალბომებს, გამოუშვებენ ბროშურებს,მოაწყობენ პრეზენტაციას და მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ საიტზე.
4.მონაწილეთა ასაკი: 12-17 წელი. VII-- XII კლასები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : დამხმარე ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიება, მიღებულ შთაბეჭდილებებზე პრეზენტაციის, გამოფენების მოწყობა. ფოტოალბომის შექმნა, ბროშურის გამოშვება.
7. მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაცია,გამოფენების მოწყობა, ბროშურების გამოცემა, მოძიებული მასალებით ბლოგის შექმნა.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან 13 ასურელი მამის მოღვაწეობას, ნახავენ ფოტოებს,მოიპოვებენ ამომწურავ ინფორმაციას ასურელი მამების მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსების შესახებ. პროექტი გათვლილია ტურისტებისთვისაც.
9. სამუშაო ენა:
ქართული და ინგლისური
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული (სწავლობენ აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულად წერას, ინტერვიუს აღებას, შთაბეჭდილებების გამოხატვას და გაზიარებას. პრეზენტაციების გაკეთებას.) გეოგრაფია (ეცნობიან ასურელი მამების მიერ დაარსებული კერების ადგილმდებარეობას,იკვლევენ რა გზა გამოიარეს ასურელმა მამებმა საქართველოში შემოსვლამდე. როგორ და რატომ გადანაწილდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.იკვლევენ კლიმატს, ჰავას, იქ არსებულ მდინარეებს და ა.შ.) ისტორია (ეცნობიან ეპოქას, ასურელი მამების წვლილს საქართველოში ქრისტიანობის განმთკიცების საქმეში.) ისტ. ( ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციებს, ამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით და ამ მასალას განათავსებენ ბლოგზე.) უცხო ენა. ( მოპოვებულ მასალას თარგმნიან უცხო ენაზე, რათა უცხოელებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.)
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო კოვზირიძე
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninomaswi@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx/.1eac5292
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.asurelimamebi.blogspot.com